გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში ლგბტ თემის წარმომადგენელთა განსაკუთრებული სისასტიკით, ხშირად, რიტუალური მკვლელობების ტალღის ფონზე საქართველოსკენ ხელის გაშვერა მორიგი უკიდურესი უნამუსობაა

19-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, აშშ-ში ლგბტ თემის წარმომადგენელთა განსაკუთრებული სისასტიკით, ხშირად, რიტუალური მკვლელობების ტალღის ფონზე საქართველოსკენ ხელის გაშვერა არის მორიგი უკიდურესი უნამუსობა.


„ლგბტ თემის მიმართ ძალადობის ისტორია შეერთებულ შტატებში, მისი ფართო გაშუქების თვალსაზრისით, იწყება 1969 წელს, სტოუნუოლში მომხდარი არეულობების შემდეგ, როდესაც პოლიციამ გეი-ბარები დაარბია. მას შემდეგ, ლგბტ თემის მიმართ ძალადობის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.


შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ათობით ტრანსგენდერი და გენდერულად მიუღებელი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით ხშირია შავკანიანი ტრანსგენდერი ქალების მკვლელობები. ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით გამოწვეული დანაშაული ხშირად ხდება იმის გამო, რომ დამნაშავე-მოძალადეები არიან აშკარად გამოკვეთილი აგრესიული ჰომოფობები ან ტრანსფობები. მათი მხრიდან ლგბტ თემზე ძალადობა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური, მათ შორის მკვლელობების ჩათვლით, როგორც წესი, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.


შეერთებულმა შტატებმა მიიღო „სიძულვილის დანაშაულის სტატისტიკის აქტი", რათა განევითარებინა სისტემური მიდგომა ქვეყანაში ანტი ლგბტ ფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტაციისა და ანალიზის მიზნით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ასევე განახორციელა მონაცემთა შეგროვების პროგრამა და გააერთიანა სისტემა დანაშაულის მოხსენების ერთიანი პროგრამისა და ინციდენტების მოხსენების ეროვნული სისტემის ფარგლებში.


მაგრამ ვერც ამ ზომებმა შეაჩერეს ლგბტ თემის წარმომადგენელთა განსაკუთრებული სისასტიკით, ხშირად რიტუალური მკვლელობების ტალღა (მათ შორის, მსხვერპლთა ცოცხლად დაწვის შემთხვევები და ა.შ.). ამის ფონზე, საქართველოსკენ ხელის გაშვერა, თუნდაც ამერიკაში არსებული ვითარების ფონზე, ამ კუთხით, არის მორიგი უკიდურესი უნამუსობა, სიცრუე და ცილისწამება. ქართული ტოლერანტობა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ რთული სეგმენტის მიმართაც კი, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური „ცივილიზაციისთვის" სამაგალითო და მისაბაძი უნდა იყოს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930