გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მოსახლეობასთან გრძელდება

19-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის, ყულალისის, ორალის, პატარა პამაჯისა და დიდი პამაჯი მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული პროექტები.


„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ლომიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031