გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოვა

16-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.


კერძოდ, ეკონმომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი.


საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8 – 13 ოქტომბერს გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031