23-09-2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში EPEX 2024 მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქმიანი შეხვედრები გამართა წამყვან კომპანიებთან, დამკვეთებთან და მსხვილი ღონისძიებების ორგანიზატორებთან.
B2B ფორმატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
EPEX 2024-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი საგამოფენო ორგანიზაცია და 200-ზე მეტი ღონისძიების დამგეგმავი კომპანია იყო წარმოდგენილი.