გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დაემატება

16-10-2018

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ასევე, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა. 

 

აქვე, თბილისის მერმა მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

„ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება. წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ  ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30