გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სალომე ზურაბიშვილი უდაო ლიდერია

16-10-2018

პარლამენტის წევრის, მაია ცქტიშვილის განცადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის უდაო ლიდერია.


ეს განცახდება მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


„ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში,  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც  წინ წაგვიყვანს.  სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ ჩვენს პარტიულ ინტერესებზე უარი ვთქვით და დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც პრეზიდენტად დღეს კენჭს იყრიან, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე  უდაო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით,  ღირებულებებითა და  ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას  შეესაბამება. ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და  ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები  საფრანგეთში წაიღეს და გადაარჩინეს,” - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30