გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს

25-09-2024

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.


კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 86% დაიმსახურა, ხოლო 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.


ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 9 პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია.


2012 წელს კანონის წინაშე უთანასწორობით და პირად თავისუფლების შეზღუდულობით საქართველო ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ოთხეულში იყო რუსეთთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ერთად.


2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს _ რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ლიდერობს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031