16-01-2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
„პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
18-12-2024