16-10-2018
მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, დღეს პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ მოხდება, რადგან სუბელიანი სტრესული მდგომარეობაში იმყოფება.
ადვოკატის თქმითვე, მირზა სუბელიანს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.
“მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გამოკთხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენთანაც არ უსაუბრია, ვინაიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია და მისი გამოკითხვა ფიზიკურად შეუძლებელია. მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, დღეს გამოკითხვა ვერ ჩატარდება,“ - განაცხადა ადვოკატმა.