გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა მირზა სუბელიანის მონაწილეობით კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროვებს

16-10-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურა, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მონაწილეობით ფარულ ჩანაწერს ასაჯაროვებს და აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მთავარი პროკურატურა, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ,რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ.-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდსაქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”-ნათქვამია განცხადებაში.




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930