გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გზა უნიკალური და ქრისტესმიერია, პრემიერ-მინისტრმა ეს განუმარტა მსოფლიო საზოგადოებებს და იქვე წითელი ხაზებიც გაუვლო - მხოლოდ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სამშობლოს მეგზურობა

26-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მან მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს უნიკალური გზა და წითელი ხაზებიც გაუვლო.


ქადაგიძის თქმით, პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველ ერს მხოლოდ თავად შეუძლიათ საკუთარი სამშობლოს მეგზურობა და მცირე ერი, რომელმაც 3000 წელი იცხოვრა, კიდევ ბევრ იმპერიას მოინელებს საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის საშუალებით.


„ქართველი ერის გზა - ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!” საქართველოს ეროვნული ლიდერისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეს ლეგენდარული სიტყვები, ჩვენი სამშობლოს რაობისა და ყოფიერების ქვა-კუთხედია. აკი, საქართველოს ისტორიაც ამას არ მოწმობს, რომ ქვეყნის გამთლიანება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მხოლოდ გრძელი ეკლიანი გზით, შრომით, თავდადებით, ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბებით და ქართველი ერის აღდგომის სახით მთავრდებოდა?! საქართველოს გზა უნიკალური და ქრისტესმიერია.


მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს. დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს განუმარტა მსოფლიო საზოგადოებებს და იქვე წითელი ხაზებიც გაუვლო - მხოლოდ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სამშობლოს მეგზურობა და ჩვენმა სიმცირემ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ. 3000 წელი ვიცხოვრეთ და კიდევ ბევრ იმპერიებს მოვინელებთ ერთადერთი, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის საშუალებით! ურთულესია გზა, რომელიც აღდგომამდე მიდის! ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს!," - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930