გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა

27-09-2024

ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ “შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა.


სოფლების - შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.


ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031