გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: “ნაცმოძრაობა“  „რუსთავი2“-ის მეშვეობით  საზოგადოებას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს

16-10-2018


პარლამენტის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცახდებით „ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს საშუალებით საზოგადოებას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს.

 

„რაზეა საუბარი? რა შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბრობს სუბელიანი და როგორ შეიძლება ამაზე ასეთი „კრიახის“ ატეხვა, როგორიც  „რუსთავი2“-მა ატეხა?  50 კაციანი შეიარაღებული ფორმირება ნემსი ხომ არ არის სადმე დაიმალოს? ვინმეს უნახავს საქართველოში შეიარაღებული ფორმირება ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომელსაც ფორმალური ხასიათი არ აქვს? უნახავს რომ ვიღაც ლიდერები არიან, რომელსაც შეარაღებული ადამიანები ყავთ და რომლებიც ვინმეს,  ან ბიზნესს ან კონკრეტულ პერსონებს, ან პოლიტიკურ ლიდერებს ან ვინმეს ატერორებს? ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია?!


ერთი რამ მინდა გითხრათ: 28 ოქტომბრამდე „რუსთავი2“ ეცდება  არჩევნების ბოლომდე ასეთი ტიპის რეჟიმი შეინარჩუნოს და ეს არის მათი მცდელობა გამოიწვიონ ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაცია, მოსახლეობაში გააჩინონ აზრი, რომ ქვეყანაში თითქოს რაღაც რიგზე არ არის. მე საარჩევნო შეხვედრების ფორმატში მიწევს მოსახლეობასთან ძალიან ხშირი შეხვედრა: არავითარი გავლენა მოსახლეობაზე ამ სპექტაკლებს, რომლებსაც „რუსთავი 2“ დგამს, არა აქვს. თვითონ თავისთვის ერთობიან: თითოდან გამოწოვილ ამბებს იგონებენ და ერთმანეთს აჯერებენ რომ ქვეყანაში არის რაღაცა დიდი დაძაბულობა.


ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს, როგორც კანონშია გაწერილი, პროკურატურამ თავისი  სათქმელი უნდა თქვას, პარლამენტმა და მთავრობამ  - თავისი. უნდა გითხრათ, რომ არაფერი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება: პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, ძალიან ნორმალურ რეჟიმში. ეს არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, თუ არ ჩავთვლით იმ შავი პიარის უპრეცენდენტო მასშტაბებს, რასაც მან  „რუსთავი2“-ის და ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით მიაღწია. ყველაფერი არის რიგზე!  28 ოქტომბერს ხალხი  გასცემს პასუხს იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა  „რუსთავი2“-ის მეშვეობით  მუდმივად ცდილობს ხალხის დაშანტაჟებას და ფსიქოლოგიურ ტერორში ყოფნას,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930