გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი ნიშნავს, რომ ეფუძნები იმ ღირებულებებს, რომელზეც 2012 წლამდე რეჟიმი იდგა

17-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტეეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების იმ დაპირებას შეეხო, რომელიც ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შეწყალებას პირდება.


მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული და მათი შეწყალების დაპირება ნიშნავს 2012 წლამდე არსებული რეჟიმის ღირებულებების გაზიარებას.


"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებებს, ბუნებრივია, ის გამომდინარეობს იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ეფუძნება ზოგადად ეს პოლიტიკური მოძრაობა. ეს ღირებულებები ალაპარაკებთ მათ იმაზე, რომ უნდა შეიწყალონ ის ადამიანები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულებში არიან მხილებული. ეს იყო დანაშაულები, რომელზეც იდგა მაშინდელი რეჟიმი. ეს იყო ადამიანის ღირსების ტოტალური შელახვა, ეს იყო წამება, გაუპატიურება, რასაც ჰქონდა ყოველდღიური ხასიათი ციხეებში, თუ მის გარეთ, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული-ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. რომ არა მათი დანაშაულებრივი და ავანტიურისტული ქმედებები ეს უბედურება ჩვენს ქვეყანას არ დაატყდებოდა თავს. ეს არის ის ქმედებები, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს და მათ შეწყალებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ შენ ეფუძნები იმ ღირებულებებს, რომელზე 2012 წლამდე ის კონკრეტული რეჟიმი იდგა "- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30