17-10-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი იმ ტრაგედიის, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შორის ტოლობის დასმა პრინციპულად მიუღებელია.
ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„რაც შეეხება შეფასებას და თუ მე ეს სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი ხორვას ქუჩის მომხდარ ტრაგედიასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შორის და რა თქმა უნდა ეს არის პრინციპულად მიუღებელი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.