17-10-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იმის დასტურია თუ „ნაცმოძრაობა“ოპონენტებს როგორი გზით იშორებდა.
„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ.
ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან. 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ კუთვნილ წარსულში უნდა დავტოვოთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.