გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში სიტუაცია თუნდაც მინიმალურ დონეზე არიოს

17-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას არ მისცემს ქვეყანაში სიტუაცია არიოს.


მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაგონება არ უნდა არაფრის, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ. შესაბამისად, ვერცერთ მათგანს ვერ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებენ.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ გააკეთა.


„მათ ამ შემთხვევაში აქვთ ერთგვარი რევოლუციური სცენარები, რაზეც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები. ამაზე გვესაუბრებოდნენ 2016, 2017 წელსაც, გვესაუბრებიან დღესაც, თუმცა ვნახეთ და დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება და ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა აწყობს დესტრუქციას, ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ღიად უპირისპირდებიან. მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია ამ დესტრუქციას იგივე მეთოდით უპასუხონ, რადგან ქართული ოცნება ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს  და არჩევნების მოგებასაც ამ ტიპის კამპანიით აპირებს.


"დღეს რეალურად ბოლო რესურსს ხარჯავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმ ფულის ჩათვლით, რომელიც ხალხისგან აქვთ ნაშოვნი 2012 წლამდე, ეს არის ბოლო მობილიზაცია და წარუმატებლობისთვის არის განწირული,“ - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოჩენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30