გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

5-10-2024

საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

 

ალექსანდრე წულაძე: „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

 

მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება.

 

ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ.

 

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31