17-10-2018
დღეს, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
”ეს, იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ ჩემი „პროგრამა“ წარმედგინა. მე პრეზიდენტისთვის არ მიყვარს სიტყვა პროგრამის გამოყენება, რადგან ეს უფრო სამთავრობო სიტყვაა.
დღევანდელი შეხვედრა ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვებისა და პრიორიტეტების წარდგენას ეხებოდა. ამ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი წარვადგინე, რაზეც რეგიონებში გამოსვლის პროცესში ვსაუბრობდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.