გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა

17-10-2018

„ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ რომ ყველა კითხვაზე  პასუხი გვაქვს, სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ეს არის მთავარი ჩვენს საქმეში“- განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, „საზოგადოებამ ნახა ერთი სპექტაკლი, რომელიც მალევე ჩაიშალა, მეორე სპექტაკლი, ასევე მალე ჩაიშალა, ასევე შეიძლება მესამე, მეოთხე სპექტაკლი ხელოვნურად დაიდგას“.

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპები და სწორი პრინციპების მიხედვით რომ ვმოქმედებთ, მაგიტომ ვერაფერს გვაკლებს ვერც ნიკა გვარამია და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არ აქვთ ამისთვის საფუძველი. საფუძველს ჩვენ არ ვაძლევთ არავის, ჩვენ ვთქვით იგივე საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც  მირზა სუბელიანს ეხება. თუ არ არსებობს დანაშაული, გადაცდომა, ვერანაირი ხელოვნური ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031