7-10-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტმა კონკრეტული პოსტი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაზე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მას ჰყავს პრემიერ-მინისტრობის ყველასთვის მისაღები კანდიდატი.
„მადამ ტიუსოს" მუზეუმში ადვილად მოიძებნება კიდევ მეჭურჭლეთუხუცესის, მწიგნობართუხუცესის ფიგურები. მოსაძებნია ასევე ჰარამხანას საჭურისი ვივამედელი ბელადისთვის. კარგი იქნებოდა მთავარი ინკვიზიტორის პოზიციაზეც შესაბამისი ცვილის პერსონაჟის შერჩევა, რამეთუ დასაწვავი ბევრი ეყოლებათ. ერთადერთი, ვინც ზურაბიშვილს და ამათ ყველას აკლია - ეს არის ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი...“, - წერს დავით ქართველიშვილი.