გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი: ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ

7-10-2024

„ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ყოველდღე დაჭერით ემუქრება „ოცნებას“და მისი ფუნქცია ეს არის.


„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან“ შეკრულია, ამას ვხედავთ ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში, ძალიან კი არ უნდათ ხოლმე შემდეგ საჯაროდ ამის დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ კოალიციები აქვთ შექმნილი.


მეორე, მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობით არის და ვხედავთ რისთვისაც არის. ერთ-ერთი წევრი ყოველდღე გვემუქრება დაჭერით, დაპატიმრებით და მისი ფუნქცია ეს არის. ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, როგორც ჩანს ეს წევრი ამ პარტიაში ზის და ინიშნავს ყველას, შემდეგ, როდესაც მათი ოცნებით ხელისუფლებაში მოვლენ, ყველას დაიჭერენ და დააპატიმრებენ. ასე, რომ ეს არის მათი გარკვეული ნირი.


ის, რომ ზურაბ ადეიშვილის პროკურორია მთავარი სახე გახარიას გუნდისა, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით ყველას დაჭერას და დაპატიმრებას, ესეც ფაქტია. ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ვნახეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30