გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ზუსტად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რა საქმეებით იყვნენ დაკავებულები

17-10-2018

„ზუსტად ვიცით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმეებით იყვნენ დაკავებულები, რისი მკადრებლები იყვნენ, ეს არის მათი მორიგი  დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა და დღეს პროკურატურამ  საზოგადოებას აცნობა” -   განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი  საქმე, რომელსაც სახელმწიფო და პროკურატურა გახსნის  მორიგ პიარად შეაფასოს, მაგრამ როგორც ჩანს შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისი და აუცილებელი მტკიცებულებები შეგროვდა, ამის შემდეგ  პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო.

 

„როდესაც შესაბამისი სტანდარტისათვის ყველა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება გახდა შესაძლებელი, ამის შემდეგ აცნობეს საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება.  ალბათ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები, რაც ბრალის დამტკიცებისთვის იყო დამაკმაყოფილებელი. ბრალის წარდგენისთვის მხოლოდ ერთი აუდიოჩანაწერი არ იყო საკმარისი, შესაძლებელია იქ იყოს ჩვენებები, იყოს დამატებითი მტკიცებულებები და პროკურორმა განაცხადა , რომ ბრალის სტანდარტისათვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ გამოვიდა გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031