გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ გვქონდა ერთგვარი ვალდებულება, რომ ბადრის მიმართ განხორციელებულ ბინძურ ქმედებებზე პასუხი გაგვეცა  

17-10-2018

„ჩვენ - ხელისუფლებას და საზოგადოებას პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ გვქონდა ერთგვარი ვალდებულება, რომ ბადრის მიმართ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებასთან დაკავშირებით პასუხი გაგვეცა,” - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ყველას ჰქონდა განცდა და შეხება იმასთან, თუ როგორ ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ძალადობა პოლიტიკური მოტივებით იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები მოეშორებინათ.

 

 

„ეს შეიძლება ყოფილიყო ცემით, რისი არაერთი ფაქტი გვაქვს, ლიკვიდაციით ან ქვეყნიდან გაგდებით და ეს ის კონკრეტული ფაქტია, როდესაც ეჭვები, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაჩნდა დასტურდება მინიმუმ იმ ნაწილში, რომ აქ იყო მკვლელობის დაგეგმვა. ამ ყველაფრის ფონზე დღეს გვყავს ამავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სიამაყით გვპირდება რომ ასეთ ადამიანებს ციხიდან გამოუშვებს. საზოგადოება ყოველთვის გვთხოვდა და მოითხოვდა და რიგ შემთხვევებში განაწყენებულიც არის „ქართულ ოცნებაზე“, რომ დროული პასუხი არ გავეცით იმ დანაშაულებებს, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ის რომ ჩვენ დღეს ეს გამოვაქვეყნეთ არ უნდა მიებას არჩევნებს, ეს ფაქტია და ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მით უმეტეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს ხალხი უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

მისი თქმით, პროკურატურა საუბრობს მკვლელობის გეგმაზე, აქ არ არის საუბარი, რომ ამ გეგმის შესაბამისად მოხდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია, თუმცა ეს შეიძლება შემდგომში გამოიკვეთოს.

 

 

“პროკურატურამ თქვა რომ 2016 წელს ერთ-ერთი ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა ფირები, ჩანაწერები, რომელიც ამ საქმის დაწყების საფუძველი გახდა. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება 2016 ან 2017 წელს, მაგრამ საგამოძიებო პროცესს აქვს თავის სპეციფიკა, საქმის მომზადებას და ექსპერტიზებს სჭირდება დრო, იმ სტანდარტისთვის, რომ წარსდგეს სასამართლოს წინაშე. როგორც პროკურატურამ ახსნა, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ამ საქმის მომზადება 2018 წლამდე” - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031