გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება დაინტერესდეს დეტალებით, თუ რატომ უნდა ვიქტორ ჯაფარიძეს სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა

17-10-2018

"პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება დაინტერესდეს დეტალებით თუ რატომ უნდა შესვლა ვიქტორ ჯაფარიძეს მირზა სუბელიანთან ან გიგა ბოკერიას ვანო მერაბიშვილთან“ - ასე უპასუხა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კვირა დღეს პარლამენტარის ციხეში შესვლის შესახებ ნებართვის გაცემას ეხებოდა.

 

,,ათეულობით შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე  გასცემს ნებართვას, შევიდეს პარლამენტარი ციხეში, ყველა გაცემულია უაპელაციოდ. არც ერთი ნებართვა არ ვიცი რომელ დღესაა  გაცემული, ვიცი პრინციპი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საუბრის შინაარსით, შეხვედრის მიზეზებით არ ინტერესდება, მას ამის უფლებამოსილება კანონით არ გააჩნია.

 

მე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირა დღეს ძალიან ბევრჯერ  ვარ ნამყოფი. თუ თქვენ გგონიათ, რომ კვირის შეხვედრა რამენაირად დაკავშირებულია რომელიმე ჩანაწერთან, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩანაწერები, როგორც პროკურატურისგან ჩვენთვის ცნობილი ხდება, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გვაქვს ხშირი კომუნიკაცია, ამოღებულია 12-ში  მანამ, სანამ  ეს ჩანაწერები გავრცელდებოდა და მასზე იმავე დღეს დანიშნულია ექსპერტიზა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დეპუტატის თქმით, იგი აუცილებლად დაინტერესდება რა სტატუსით და ვისი ნებართვით  შევიდა ცუხიშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მირზა სუბელიანთან.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031