გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლკსი: "იბერიასთან" დაკავშირებით ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი აშკარად იკვეთება

17-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიასთან“ განვიათარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი იკვეთება.

 

ეს განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ სტატუსში გააკეთა.

 

“როდესაც ვითარებას აფასებ, მათ შორის "იბერიასთან" დაკავშირებით, ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი აშკარად იკვეთება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა პროცესი: "ომეგას" ვალი სულ ექვსი მილიონი ლარი ჰქონდა და ოქუაშვილი და ნაცმოძრაობა აშკარად გვატყუებდნენ, რომ ამის გადავადებაში ოთხ მილიონ ლარს სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ მილიარდობით დოლარის ინვესტიციას და ჰუმანიტარულ აქციას ახორციელებს ქვეყანაში, სარგებლის მიღების გარეშე! ან ვის შეილება გასჩენოდა "იბერიის" წართმევის სურვილი და რატომ?! არაერთი შეღავათი დაუშვა ხელისუფლებამ "ომეგას" მიმართ და ოქუაშვილმა მაინც შანტაჟი არჩია; ამ ადამიანმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა; ბოლოს ტელევიზიაზე ხარჯების დაზოგვაც გადაწყვიტა და არც აქედან უნდა პოლიტიკური სკანდალის გარეშე გამოსვლა, რაც არ უნდა საოცარი იყოს მისი დამარბეველი სააკაშვილის ხელშესაწყობის მიზნით. პრაქტიკულად, ტელევიზია უკვე მეორედ მასვე დაახურინა! ჟურნალისტების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი...” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031