17-10-2018
მმართველი პარტიისაგან მხარდაჭრილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წევრის, სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.
დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, ბულგარეთის, ესტონეთის, თურქეთის, ლატვიის და უნგრეთის ელჩებთან შეხვედრაზე წინასარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო პროგრამა და ხედვა განიხილებოდა, ასევე, მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გამახვილდა ყურადღება.
“ჩვენ ვართ ისტორიულად ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის ქვეყანა. ქალი კანდიდატის გამარჯვება ამ ფასეულობების უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს და საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.