გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში 5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

9-10-2024

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.


„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.


სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები ნოემბერის ბოლოს დასრულდება“ –აცხადებენ საქართველოს მელიორაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930