გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ტიტანიკის ჩაძირვას ვაპირებდი, მაგრამ აისბერგმა დამასწრო

17-10-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი  იმ აღმშენებლობის გადაფარვას ცდილობს, რაც მისი პრეზიენტობის დროს ხდებოდა.

 

ეს განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

 

„დღეს იცით რომ ფარცხალაძის კანტორამ ჩემზე რაღაცები ილაპარაკა. მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, მაგრამ ძალიან გთხოვთ ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ.


მოკლედ, ხომ გახსოვთ ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი?! მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე აისბერგი დაეჯახა და მე აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ? კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო საიდანღაც გამოჩნდა მერე ეს ოსვალდი და მერე მაგან მოკლა. ეხ, არადა ყვალფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობა. ნუ, მართალია მე დაბადებული არ ვიყავი მაგრამ ბაბუაჩემს, მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, იმიტომ რომ გორელი იყო. სხვათა შორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში. თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ ბრიუსელიდან ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას ვგეგმავ. ოღონდ ამაზე არავის უთხრათ.

სერიოზულად კი, მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს ხალხს  აღმშენებლობის ის წლები დაავიწყოს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე, დაავიწყოს თუ რამდენი მოატყუა, გადააგდო, რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება. მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება, 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ის  კატასტროფულად აგებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031