გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ერთადერთ პოლიტიკურ ძალა, ვისაც ქვეყანაში  არეულობა უნდა, “რუსთავი 2”-ის დირექტორი და მისი პატრონი მიხეილ სააკაშვილია

17-10-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

მისი თქმით, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პირს,  ვინც კანონი დაარღვია - ეს იქნება უკანონო ჩანაწერის განხორციელება,  მოპოვება, შენახვა თუ გავრცელება.

 

„მე ველოდები გამოძიების პირველად შედეგებს,  რომ დავინახოთ სურათი: ვინ შევიდა, არის თუ არა რეალური ის, რაზეც არის საუბარი, შანტაჟის ენით მოლაპარაკე სუბელიანი ადასტურებს თუ არა რაც თქვა, თუ ეს არის მართლა წინასწარ გააზრებული დადგმული სცენარი? ამდენი ჩანაწერების ფონზე ძალიან მძიმე აღსაქმელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მოქალაქისთვის, ამიტომ, რაღაც წესები უნდა დავიცვათ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე  მიიჩნევს, რომ  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც საარჩევნო კამპანიის წარმართვა ასეთი ფსიქოლოგიური ომით ხდება, ეს აწყობს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - ვისაც ამ ქვეყანაში  რევოლუცია და არეულობა უნდა. მისი თქმით, ასეთია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დირექტორი და მისი პატრონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც  „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს პირდაპირ სისხლისღვრაზე ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ ს ქვეყანაში სისხლი უნდა დაიღვარო.

 

„რუსთავი2“-ის და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, არ მინდა გამოძიებას დავასწრო და წინასწარ შევიქმნა დასკვნა.  ველოდები გამოძიებას დაადგნოს, ვინ იყო შესული? ჰქონდა უფლება თუ არა? რაზეც არის საუბარი, მათ შორის ბოლო ჩანაწერში, რაც გავრცელდა, ეს ჩანაწერი არის თუ არა დადასტურებული იმ პირის მიერ, ვინც  ამ შეხვედრას ესწრებოდა. ზოგადად, ამ თემაზე  ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს და თქვენც გთხოვდით,  ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს.  საგამოძიებო ორგანოები და გამოძიება გვარამიას სტანდარტებით არ მუშაობს, რომელიც თავის დროზე თვითონ იყო პროკურორი და სასამართლოში ცარიელ ყდებს აგზავნიდა, ასეთი სტანდარტებით სასამართლოში დღეს საქმეებიარ იგზავნება” - განაცხადა ბესელიამ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031