გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გვარამიას პარტიის ლიდერების მთავარი ხელწერაა ბილწსიტყვაობა, ეკლესიის და პატრიარქის გინება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ეს ადამიანები 10%-ს რომ იღებენ, ეს მართლა ტრაგედიაა

10-10-2024

ის, რომ „ნაცმოძრაობას" და გვარამიას პარტიას ჯამში აქვთ 24% რეიტინგი, ეს არის ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერები გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით, ეკლესიის გინებით, პატრიარქის გინებით, ლგბტ პროპაგანდით.


„ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვახდენთ ჩვენი კვლევის შედეგების გადამოწმებას. არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიმართულებით, ასევე ტარდება კარდაკარი, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე კარდაკარი ტარდება, რითაც ვამოწმებთ დამატებით საზოგადოების აზრს და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას" ექნება დაახლოებით 60%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს მაჩვენებელი მოიმატებს. ეს არის საბოლოო ჯამში საზოგადოებაზე დამოკიდებული. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, უკვე გამოიკვეთა 2 სუბიექტი, რომელიც სავარაუდოდ შეძლებს ბარიერის გადალახვას. რაც შეეხება კიდევ 2 პრეტენდენტს, ეს იყო „ლელო" და გახარიას პარტია, მათ უკვე ბარიერზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ზღვარზე მკვეთრად დაბალი, რეალურად, უკვე გამოკვეთილია, რომ გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, „ლელოს" თეორიული შანსი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ერთი ტენდენცია არის ხოლმე ყოველთვის არჩევნების წინ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად იმატებს ხოლმე შედარებით მსხვილი პარტიების რეიტინგები და იკლებს პატარა პარტიების რეიტინგები. აქედან გამომდინარე, თუ მცირე პარტიას, როგორიც არის „ლელო", არჩევნებამდე 1 თვით ადრე აქვს დაახლოებით 4.5% რეიტინგი, ამ შემთხვევაში კლებისკენ უფრო რეალურია ამ რეიტინგის წასვლა, ვიდრე მატებისკენ.


ამიტომ, ყველაზე რეალური არის ის, რომ სავარაუდოდ 2 ოპოზიციური პარტია გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება ამ 2 პარტიას, ჯამში გამოდის 24% დაახლოებით მათი ჯამური რეიტინგები. ის, რომ „ნაცმოძრაობას" და გვარამიას პარტიას ჯამში აქვთ 24% რეიტინგი, ეს არის ტრაგედია, ისეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. რომ ავიღოთ იგივე გვარამიას პარტია, რომელსაც ჰყავს რამდენიმე ლიდერი, რით გამოირჩევიან ეს ადამიანები - ბილწსიტყვაობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის გინება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების მთავარი ხელწერა. ეს ადამიანები 10%-ს რომ იღებენ, ეს არის მართლა ტრაგედიაა პირადად ჩემთვის. ელემენტარულად ამოიღეთ მათი განცხადებები და უკვე თამამად შეიძლება ამაზე საუბარი, რომ ერთი ხმის მიღებაც კი ამ პოლიტიკური პარტიის მიერ არის აბსოლუტურად გასაკვირი. „ნაცმოძრაობაზე" ბევრი საუბარი აღარ მინდა, ვიცით რა წარსული აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, მათი მხრიდან 13.5%-ის მიღებაც არის ცალკე აღებული ტრაგედია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანიაში რომ ჩაგეტარებინათ არჩევნები იმ პირობებში, რომ რჩებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია პოლიტიკურ სისტემაში, ალბათ ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 20-25%-ს. ეს არ არის ქართული მოვლენა.


ძალიან ხშირად, ყოვლად უვარგის პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხოლმე, საკმაოდ ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი ტიპის რეიტინგები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ ეს ძალები პოლიტიკურ სისტემას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საზოგადოების წინაშე. ჩვენ თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს, ასეთი პოლიტიკური ძალები აღარ შეიძლება დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ყველაფერი მიდის ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930