გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ სისტემას, შესაბამისად, შარლ მიშელი-2 – 19 აპრილის შეთანხმება-2 აბსოლუტურად გამორიცხულია

10-10-2024

რაც არ უნდა სცადონ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ და გარეთ მათმა პატრონებმა, ვერაფერს ვერ ექნება შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


კითხვაზე, განიხილავს თუ არა მმრთველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერას, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი შეთანხმება აბსოლუტურად გამორიცხულია.


„ჩვენ კიდევ 2021 წელს ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ არც ერთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, არ შევალთ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ სისტემას, შესაბამისად შარლ მიშელი 2, 19 აპრილის შეთანხმება 2 არის აბსოლუტურად გამორიცხული, შეიძლება წინასწარ ძალიან თამამად ითქვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930