გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯონათან კაცი: საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი აუცილებლად გახდება

17-10-2018

ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (German Marshall Fund of the United States/GMFUS), გაიმართა საქართველოს შესახებ დისკუსია სახელწოდებით: „Keeping Georgia’s Euroatlantic Future on Track.“ ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ასევე საქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალზე წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, რაც ჯონათან კაცის თქმით კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.


„მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ შორის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელისა და ნატო-ს თავდაცვის მინისტრების უაღრესად პოზიტიური შეხვედრები საქართველოში; თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ძალზე წარმატებული იყო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი ურთიერთობები ვაშინგტონთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, განსაკუთრებით კი NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ქვეყანა ასევე ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება“- განაცახდა ჯონათან კაცმა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. მისი განცხადებით, წარმატებებთან ერთად ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებული საფრთხე კი რუსეთის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, ის არაერთხელ დარწმუნდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდა.

მარშალის სახელობის ფონდში გამართულ ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოდან ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031