გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

18-10-2018

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.


შეხვედრაზე მანვე აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

"ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, სადაც  ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც სხვადასხვა ფორმით გვეხმარებიან. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი წილი ჩვენც მივიღოთ, რაც არ უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, მათ ხსოვნას, ვინც 2010 წელს დაიღუპა და ყველას ვინც ავღანეთში დავკარგეთ, პატივი მივაგო. მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო უმცროსი სერჟანტის, დავით ცეცხლაძის, რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის და გიორგი კოლხიტაშვილის ოჯახებს, რომლის ოჯახის წევრებიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ასევე, ყველას ვინც დღეს ჩვენ შეხვედრას ესწრება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031