გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

11-10-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350,723 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. ,,სარფში" 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031