გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: NDI-ის კვლევებს სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-მდე ჩამოვა

16-01-2018

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.

 მინისტრის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ 10 თვეა საქართველო ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს, 8%-იანი კლება ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, შეუძლებელია.

 

“8%-იანი კლება, რამდენიმე თვეში, ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. მით უმეტეს, რომ დაახლოებით 10 თვის წინ ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

 

მე არ გავაკეთებ NDI-ის კვლევის ცალკეულ ციფრებზე რაიმე შეფასებას. მხოლოდ ერთ რიცხვს შევაფასებ, როგორც კვლევაში წერია  საშუალო ცდომილების ზღვარი არის  +/- 1.9%  და ამ დროს ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ  ყოველი არჩევნების შედეგებსა და NDI-ის კვლევის შედეგებს შორის  დაახლოებით 20%-იანი ცდომილება გვაქვს.

 

ევროკავშირს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს და ნატო-ში გაწევრიანების მოსურნე რამდენია ამას ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ არჩევნებში რომელი პარტია რამდენ პროცენტს იღებს და ყოველ არჩევნებზე არის 20%-იან ცდომილებაზე მეტიშესაბამისად, NDI-ის კვლევებს  მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინროდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა და მანამდე აღარ გავაკეთებ კომენტარებს ამ თემაზე”-განაცხადა მინისტრმა.

გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

 

რაც შეეხება ნატო-, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031