გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ლუდის კომპანია“ სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია

18-10-2018

აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებულ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა,  რაც იმას ნიშნავს, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია.


„კომპანიის  თითოეული თანამშრომელი  გამოთქვამს  მზადყოფნას სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამასთან,  შიდა კორპორაციული კულტურა  იძლევა იმის თქმის  საშუალებას, რომ კომპანიის  თვითოეულ  თანამშრომელს  გაცნობიერებული აქვს გუნდურად მუშაობის პრინციპის  ყველა ნიუანსი და დადებითი  მხარე.


ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  ჩვენს კომპანიაში   დასაქმებულთა  თითქმის 70 % იძლებით გადაადგილებული პირია.  რაც  გვაძლევს  იმის თქმის  საშუალებას, რომ ჩვენი წარმოება თავად  არის  წარმატებული სოციალური პროექტი“ - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელი   ხათუნა მიქაცაძე.


აღსანიშნავია, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად ხვდება „აიფიემ კვლევების“ მედია სტატისტიკის ფოკუსში, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის მიმართ საზოგადოების დაკვეთაა სოციალური პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან საზოგადოებრივი სარგებლის ეფექტი ნამდვილად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხორციელდება, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები, ბიზნეს კომპანიების საქმიანობისთვის. შესაბამისად, წლიდან წლამდე, ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედია გაშუქება, მეტად მოცულობითი ხდება”, - აცხადებენ „აიფიემში“.


ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელი კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ყველა სხვა წელზე აღმატებული იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031