გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: ქართული არა, „ომის ქარტიით“ წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის მთავრობაში დაბრუნებისთანავე დავეწევით და გავუსწრებთ უკრაინას ნგრევით, კორუფციით

13-10-2024

„ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე!“ - ასე მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპაში „ქართული ქარტიით“ იმყოფებოდა და დაპირებებიც მიიღო.


ქადაგიძის თქმით, ზურაბიშვილი არა ქართული, არამედ ომის ქარტიით იყო წასული და დავალება მიიღო, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს.


„ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე!

„ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან  ქართული არა, „ომის ქარტიით“ წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთავრობაში დაბრუნებისთანავე დავეწევით და გავუსწრებთ უკრაინას ნგრევით, კორუფციით და სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზარბაზნე ხორცის როლის სანიმუშო შესრულებით. მოკლედ, შენ ისეთ დღეში აღმოჩნდები მალე ქალბატონო, რომ ბებიაშენის ფაიფურების წაღება, მეტროთი მოგიწევს სახლში,“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930