გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

15-10-2024

„თუ ქვეყანაში გვექნება სტაბილურობა და მშვიდობა, და ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მათ შორის პენსიები გავზარდოთ, მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ლევან დავითაშვილი დღეს იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი წარიმართა მათ შორის სოციალურ თემებსა და ამ კუთხით ხელისუფლების გეგმებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მისი განმარტებით, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია - პენსიების ზრდის საკითხი დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რომელიც ქვეყანას ექნება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობების, გარემოებების და შესაბამისად, კონკრეტული გათვლების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის პენსიების 1000 ლარამდე გაზრდის შესახებ, ზედაპირული და საფუძველს მოკლებულია.


„სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება იქნება ეს, თუ კონკრეტული გეგმა, არის საფუძველს მოკლებული და არ არის გამყარებული არანაირი გათვლით, არანაირი გეგმით, მათ უკან არ დგას რაიმე კონკრეტული პროგრამა. ეს არ არის ნამუშევარზე დაფუძნებით, არამედ სამწუხაროდ, ზედაპირული დაპირებები. ხოლო ჩვენს შემთხვევაში, თითოეული რიცხვი, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო პროგრამაში, არის ძალიან კონკრეტული გეგმის შედეგი და მასზე დაფუძნებული. ამიტომ ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ძალიან რეალისტურ გეგმას, რომელიც ამავე დროს ამბიციურია, მაგრამ შესრულებადი - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო იქნება", - განაცადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930