გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: დეკანოიძემ და უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დანაშაული

15-10-2024

ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დანაშაული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს.


როგორც მდინარაძე წერს, ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს.


„ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:


1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!


პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.


ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო“, - წერს მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30