გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბანერზე წაშალეს სიტყვები - „არა ომს", რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას

15-10-2024

ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები - „არა ომს", რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.


„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები - „არა ომს", რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა - „არა ომს", რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31