გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში სასამართლო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფი პოროშენკოს მეთაურობით

19-12-2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი და მისი თანაგუნდელების გარშემო მიმდინარე პროცესი საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლების შეთანხმების შედეგია.
ამის შესახებ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სევერიონ დანგაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გადაიდო.
„ეს პროცესი ოლიგარქების შეთქმულებაა. პუტინის, პოროშენკოსი და ივანიშვილის გეგმა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში სასამართლო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფი პოროშენკოს მეთაურობით, რომელიც თავადაა მოსამართლე, პროკურორიც და უსაფრთხოების სამსახურიც, იგი ერთპიროვნულად წყვეტს ვინ დააკავონ და გაასამართლონ, მათ გეგმაში არ ჩაეწერა მოსამართლე ცოკოლი, რომელმაც გამათავისუფლა. ამის გამო ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამწარდა და ახლა ამ საქმეში მანიპულაციებითაა დაკავებული. მათი ერთადერთი მიზანია ჩემი ქვეყნიდან და უკრანული პოლიტიკად გაძევება, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი პროცესი“- განაცხადა სააკაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ სევერიონ დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031