გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში!

16-10-2024

„კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტერორისგან, დანაშაულებისგან და ძალადობისგან შეურაცხყოფილ ზუგდიდში შევხვდით. მართლაც, თქვენს მხარეში ყველაზე მეტად გამოვლინდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! მათაც განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეს, მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არც ერთ მტერს არ გაუკეთებია!“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.


მისი თქმით, უკვე მრავალჯერ, ფაქტებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იტაცებდნენ და ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ ცხედრებს უგზო-უკვლოდ აქრობდნენ, ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ უმწეო და დაუცველ ადამიანებს, პატიმრებსა და ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდა

ბიჭებს და ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.


„დანაშაულის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ - ყველას უნდა სცოდნოდა, რომ თუ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის, სამეგრელოზე გაბატონებული ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა, ციხე, წამება და შანტაჟი ელოდა! ამ სინამდვილის პარალელურად კი ცინიკურად, პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ, სამეგრელო საკუთარი წარმატების, მაგალითად ექციათ და დანარჩენი ქვეყნისთვის ეს ეჩვენებინათ! მოქმედების მსგავსი ლოგიკა და აღქმების შესაქმნელად ცრუ სიმბოლოების გამოგონება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ხელწერაა!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930