გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია-ასეთია სალომე ზურაბიშვილი

18-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აჩილ თალაკვაძე მესტიაში მოსახლეობას შეხვდა და მათ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას- ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში დაბრუნება.
მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია-ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!“-განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930