გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰა ფართობი დამუშავდა

17-10-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგოდ ტერიტორიების თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებას აქტიურად განაგრძობს. ამ დროისთვის თერმული ნისლით წამლობა საჩხერის მუნიციპალიტეტში  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ქალაქ საჩხერისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 720 ჰა ფართობია დამუშავებული.


მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება.


სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებს. ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლის სახლის პირობებში, მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება.


მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU 

https://we.tl/t-HW6nOZYISx

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031