18-10-2018
რეჟისორის, გოგა ხაინდრავას განცხადებით, 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი დიდ დახმარებას უწევდნენ.
„მე ვარ ავტორი 9 აპრილზე ფილმის, იმ კადრების, რომელმაც, სხვათა შორის, საქართველო ბოროტ საბჭოთა მანქანას გადაარჩინა. ისე აეწყო, რომ ყველა ფილმი არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც, შაბათს ჩემი ფილმი „იმედზე“ იქნება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქმე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას „ალქაჯებზე ნადირობა“ ჰქვია. 9 აპრილს ეს მასალები ინგლისელი ჟურნალისტების დახმარებით გავიტანე საფრანგეთში და გავაკეთე ფილმი, რომელიც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა.ზუსტად იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.