გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციასგვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის - ედვარდ მკრტიჩიანი

18-10-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე ედვარდ მკრტიჩიანი. საოჯახო სასტუმროს მფლობელის განცხადებით, „მზისკარი“ ხელს შეუწყობს გასტროტურიზმის განვითარებასსაქართველოს რეგიონებში.


ედის დაჩასაოჯახო სასტუმროა დაშბაშის კანიონთან ახლოს.  შენობას ძველი ქართული ხის ორნამენტები აქვს.


„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის შემქმნელებს.ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი”ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდატრენინგები,  გაიმართა კონსულტაციები,  ჩვენი სასტუმრო განთავსდა პორტალზე. გასტროტურიზმის კუთხით ძალიან  მნიშვნელოვანია ეს ტრენინგები და ეს პროექტი ეტაპობრივად დაგვეხმარება განვითარებაში“,-აცხადებს ედვარდ მკრტიჩიანი.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

„მზისკარი“ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31