18-10-2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით წელს პირველად დაორგანიზდა და ყოველწლიურად ჩატარდება საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში.
პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით. კონკურსის ფარგლებში ყოველ წლიურად შეირჩევა კონკრეტული თემა, რომლის გამოწვევებზეც სტუდენტებმა საკუთარი სტარტაპ იდეები უნდა წარადგინონ.
2024 წელს UNI4VERSE-ის მთავარი თემაა მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები. პროექტი ემსახურება მწვანე ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და სტუდენტებში ინოვაციური სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებას.
2024 წლის UNI4VERSE-ის კონკურსში დასახელდა შემდგომი გამოწვევები:
მწვანე მობილობის (სამგზავრო და სატვირთო) გაუმჯობესება.
პროექტში ჩართულია 18 უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმაში ჩამოთვლილი უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე: apps.mygita.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2024 წელი.
რეგისტრაციის დასრულების შემდგომ 18-ვე უნივერსიტეტში ჩატარდება შიდა იდეების კონკურსი და თითოეულ უნივერსიტეტში გამოვლენილი რჩეული ერთი გუნდი გადავა ფინალურ ეტაპზე, სადაც ტრენინგებითა და მენტროშიფ სესიებით თბილისის ტექნოპარკში შეძლებენ საკუთარი სტარტაპ იდეების დახვეწას.
ფინალურ ეტაპზე ჩატარდება დემო დღე, სადაც უნივერსიტეტები რჩეული გუნდებით წარადგენენ საკუთარ იდეებს და სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის წევრები გამოავლენენ წლის საუკეთესო უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.