გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: მე ვიცი როგორია მებრძოლი და ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი

18-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ხობში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ- ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მოივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!“-განაცხადა ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930