გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიევის ბრალი არ არის, 2021 წელს სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია, ჩვენი!

18-10-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, "პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში".


პაპუაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.


„რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა.


რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს. ჩვენი ბრალია, ჩვენი!“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30